„112“ -მა მასმედიის წარმომადგენლებისთვის მედიატური ჩაატარა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტმა კაჭრეთში მასმედიის წარმომადგენლებისთვის მედიატური გამართა. მედიატურში ტელე, რადიო, ინტერნეტ და ბეჭდური მედიის 20-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. შს სამინისტროს ინფორმაციით, „112“-ის მიერ მედიატურის ჩატარების მიზანი იყო, ჟურნალისტებს მაქსიმალური ინფორმაცია მიეღოთ გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის ფუნქციონირების შესახებ და „112“-ის წარმომადგენლებისაგან გაცნობოდნენ დასრულებულ, მიმდინარე თუ სამომავლო პროექტებს. მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტებისთვის ყველა საინტერესო საკითხი, განიხილეს. გააცნეს „112“-ის მუშა ობის სპეციფიკა, 2013-2014 წლის სტატისტიკა, მიიღეს დეტალური ინფორმაცია, თუ რა ღონისძიებები განხორციელდა გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის ცნობადობის გაზრდის და მოქალაქეთათვის უკეთესესი სერვისის შეთავაზების კუთხით. ასევე შეიტყვეს, რა ცვლილებები შევიდა კანონში და რა კუთხით გამკაცრდა სასჯელი არამიზნობრივი ზარის განხორციელების შემთხვევაში. „112“-ის წარმომადგენლებმა ორი დღის განმავლობაში ჩაატარეს პრეზენტაციები ცენტრისთვის აქტუალურ თემებზე და მედიის წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს ამომწურავი პასუხები. „112“ მსგავსი მედიატურის ჩატარებას სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებისთვის მომავალშიც გეგმავს. „112“- ის ინიციატივით, ჩატარდა მედია სემინარი სადაც წარმოდგენილ მედია საშუალებებს გავაცანით „112“ მუშაობის სპეციფიკა. ასევე ვისაუბრეთ იმ განხორციელებულ პროექტებზე რომელიც უკვე დაინერგა და ასევე გვქონდა საუბარი სამომავლო გეგმებზე. ეს სემინარი საინტერესო იყო მათთვის და ყველა წარმოდგენილი სტუმრისთვის ვინაიდან აქ გაიმართა კითხვა პასუხის რეჟიმი და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა ჩვენ მომავალშიც ვგეგმავთ ანალოგიური ღონისძიების ჩატარებას“, – განაცხადა „112“ დირექტორმა გიორგი ბიჭაშვილმა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=wqmdBKoXIp0&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები