მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ რეალურად არ არსებობს

„ნაციონალური მოძრაობა“ რეალურად არ არსებობს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ პარტიას აცოცხლებენ ადამიანები, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიის ჟურნალისტებს წარმოადგენენ.

„ნაციონალური მოძრაობა“ რეალურად არ არსებობს, არ შეიძლება არსებობდეს ოდნავ სერიოზული ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია შიგნიდან დუღილი და რამდენიმე ათიათასობით ადამიანმა აირჩიოს ლევან ხაბეიშვილი თავმჯდომარედ. ეს არის სატელევიზიო პროდუქტი, მათ აცოცხლებენ ადამიანები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიის ჟურნალისტებს წარმოადგენენ და მათი პროფესიონალიზმის, შრომისა და თავდადების ხარჯზე ცოცხლობს ეს უკვე ე.წ. პარტია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები