ილია დარჩიაშვილი რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ილია დარჩიაშვილმა და ბოგდან აურესკუმ ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე დღის წესრიგზე, ისევე როგორც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე.
მინისტრები მიესალმნენ საქართველოსა და რუმინეთს შორის გაფორმებულ სტრატეგიულ დოკუმენტს და შეთანხმდნენ აქტიურად იმუშაონ დოკუმენტის იმპლემენტაციის მიზნით შესაბამის სამოქმედო გეგმაზე.
მინისტრებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რუმინეთში გაფორმებული შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე.
რუმინეთის მხრიდან კიდევ ერთხელ გამოიხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა. ილია დარჩიაშვილმა კოლეგა ვიზიტით საქართველოში მიიწვია.