გური სულთანიშვილი: სისტემური წამება და ციხეში დატყვევებული ადამიანების გაუპატიურება უნდა იყოს წითელი ხაზი ზუსტად ევროპისთვის

სტრასბურგის სასამართლომ ევროპარლამენტარების აშკარად პოლიტიკური რეზოლუცია გადაფარა და თქვა, რომ ,,ნაცების,, რეჟიმი და უშუალოდ მიშა იყო სისტემური წამების (ყველაზე უპატიებელი ცოდვის) შემოქმედი, – ამის შესახებ ფილოსოფოსი, გური სულთანიშვილი Facebook-ზე წერს.

როგორც იგი აღნიშნავს, სისტემური წამება და ციხეში დატყვევებული ადამიანების გაუპატიურება უნდა იყოს წითელი ხაზი ზუსტად ევროპისთვის.

„სტრასბურგის სასამართლომ ევროპარლამენტარების აშკარად პოლიტიკური რეზოლუცია გადაფარა და თქვა, რომ ,,ნაცების,, რეჟიმი და უშუალოდ მიშა იყო სისტემური წამების (ყველაზე უპატიებელი ცოდვის) შემოქმედი.
სისტემური წამება და ციხეში დატყვევებული ადამიანების გაუპატიურება უნდა იყოს წითელი ხაზი ზუსტად ევროპისთვის.. მათ იციან, რა არის მეხსიერების პოლიტიკა, ჩაგრული ჯგუფებისთვის კომპენსატორული გარემოს შექმნა და ა.შ. მაგრამ, ეტყობა, ჩვენ ზედმეტად პერიფერია ვართ ცენტრისთვის, ზედმეტად ბანძი „კოლონია“. აი, ბავშვებს რო ატყუებენ დიდები, ეგეთი“, – წერს გური სულთანიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები