ინგა გურგენიძემ ლუბლიანას გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ქართველმა ფიგურულმა მოციგურავე ინგა გურგენიძემ სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში გამართულ გრან-პრიზე წარმატებით იასპარეზა. ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით,13 წლის სპორტსმენმა 177,82 ქულა მოიპოვა და ოქროს მედალს დაეუფლა.
“სასიხარულო და მნიშვნელოვანია, რომ ინგა გურგენიძე კანადის ქალაქ კალგარიში გასამართ იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს”, – წერია სამინისტროს ფეისბუქ პოსტში.