დიდთოვლობის გამო, სამგზავრო მატარებელი ერთ საათზე მეტია, არგვეთაშია გაჩერებული
დიდთოვლობისა და უამინდობის გამო, შეფერხებით გადაადგილდებიან სამგზავრო მატარებლები. მომხმარებლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ერთ საათზე მეტია, მატარებელი ზესტაფონთან, არგვეთშია გაჩერებული.
საქართველოს რკინიგზაში კი ამბობენ, რომ მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ მატარებლებს შესაძლოა, ჰქონდეთ შეფერხებები და რომ მცირე დაგვიანებები მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება.
ამასთან, კომპანია მზად არის, დაგეგმილ რეისებზე დაიბრუნოს რეალიზებული ბილეთები და სრულად აანაზღაუროს მათი საფასური.
“დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობისა და დიდთოვლობის გამო, მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ მატარებლებს შესაძლოა ჰქონდეთ შეფერხებები. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მცირე დაგვიანებები საქართველოს რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება. Გაუთვალისწინებელი გარემოებებისა და მგზავრთა შესაძლო დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით, კომპანია მზად არის, დაგეგმილ რეისებზე დაიბრუნოს რეალიზებული ბილეთები და სრულად აანაზღაუროს მათი საფასური”, – ნათქვამია რკინიგზის განცხადებაში.
ცნობისთვის, თოვლის გამო შეფერხებებია საავტომობილო გზებზეც, განსაკუთრებით, რიკოთზე.