საქართველო ისრაელის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თელ-ავივის ტურისტულ გამოფენაში IMTM 2023 მონაწილეობდა.

ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და 14 კომპანია იყო წარდგენილი.

გამოფენის ფარგლებში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, მოეწყო შეხვედრები ისრაელის წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან.

ისრაელის ტურისტულ გამოფენაში 52 ქვეყნიდან 1760 კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა. IMTM 2023-ს 26 ათასამდე ვიზიტორი ჰყავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები