შალვა პაპუაშვილი: არანაირი ასეთი ინსტრუმენტი, ან დეფინიცია – ჰუმანიტარული მიზნებით ადამიანის გათავისუფლება ციხიდან, არ არსებობს

არანაირი ასეთი ინსტიტუცია, ან ინსტრუმენტი, ან დეფინიცია – ჰუმანიტარული მიზნებით ადამიანის გათავისუფლება ციხიდან, არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გადავადების ინსტრუმენტი.

„ჩვენ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და ღია სასამართლო, მოვისმინეთ ყველა მტკიცებულება და გადაწყვეტილებაც მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს საფუძველი სასჯელის გადავადების. ვხედავთ კადრებსაც, ხან თავად ადვოკატებს გამოაქვთ ეს კადრები, ასევე უწევს სასჯელაღსრულების სისტემას კადრების ჩვენება.

სხვათა შორის, პირველი რეზოლუცია, რომელიც ივნისში მიიღეს, პირადად მე მქონდა საუბარი ევროპარლამენტარებთან, ჩამოსული იყო აქ დელეგაცია და ხალხს, რომელსაც მხარი ჰქონდა დაჭერილი, რომ ვესაუბრე რეზოლუციაზე, მითხრეს: ახლა გავეცანით და მართლა რა ყოფილა ამ რეზოლუციაში ჩაწერილი. ეს რეზოლუციები ბევრი მიიღება, ყველა ვერ ეცნობა და ენდობიან ადამიანებს, რომლებიც დაკავებული არიან ამ საკითხით. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენმა ადამიანმა მიაჭირა ღილაკს თითი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც ვსაუბრობთ სიმართლესა და ტყუილზე. ტყუილს რამდენმა ადამიანმაც უნდა დაუჭიროს მხარი, ის მაინც იქნება ტყუილი. ეს არის ჩვენი საზოგადოების სიძლიერე და მათ შორის, გამოიწრთო ჩვენი საზოგადოება ამ მხრივ, რომ ამ ტყუილს ყოველთვის უპირისპირებს სიმართლეს და ამ სიმართლეზე ბოლომდე დგას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები