ირაკლი ბერაია – მარგველაშვილზე: ეს არის შემაშფოთებელი და სამარცხვინო განცხადება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან

ეს არის შემაშფოთებელი და სამარცხვინო განცხადება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან, – ასე ეხმაურება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ქართული ჯარის შესახებ.

„ეს არის შემაშფოთებელი და სამარცხვინო განცხადება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მხრიდან კატეგორიულად მიუღებელია.

მარგველაშვილი აგრძელებს საზოგადოების გაოცებას არასერიოზული და არაადეკვატური განცხადებებით და ის არის აქტიურად ჩართული ჩვენი ხელისუფლებისა და სახელმწიფოს წინაშე მიმართულ პროპაგანდაში“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, მას რეალური ჰგონია, რომ ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს რუსეთს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები