რატი იონათამიშვილი: არ შეიძლება, უსამართლობა კანონდებოდეს ისეთი მაღალი ლეგიტიმაციის ორგანოდან, როგორიც ევროპარლამენტია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.
“გასული საუკუნის 80-იანი წლები რომ იყოს, კოლექტიური კუბილიუსები იმავე წარმატებით მოითხოვდნენ როდიონოვის გაყვანას საზღვრიდან იგივე ჰუმანიტარული მიზნებით. არ შეიძლება, უსამართლობა, უკანონობა და დანაშაული კანონდებოდეს ისეთი მაღალი ლეგიტიმაციის ორგანოდან, როგორიც არის ევროპარლამენტი. აუცილებელია გამოკვლევა, ამ ადამიანებს რაიმე სახის სხვა პირადი ინტერესები ხომ არ აქვთ, მათ შორის, კორუფციული“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.