ე.წ. სამხრეთ ოსეთში 1-ელი ივლისიდან გაზის და ელექტროენერგიის ტარიფი 11,9%-ით ძვირდება

ე.წ. სამხრეთ ოსეთში 1-ელი ივლისიდან გაზსა და ელექტროენერგიაზე ტარიფები გაძვირდება.

შესაბამისი ინიციატივით ე.წ. ეკონომიკური განვითარების მინისტრი, ძამბოლატ თადატაევი გამოვიდა.

მისი განმარტებით, ტარიფის ზრდა დაკავშირებულია რუსული კომპანიების მიერ ფასების მომატებასთან.

ტადტაევის თქმით, ელექტროენერგიის ტარიფი 1 კილოვატზე ამჟამინდელი 4,23 რუბლიდან – 5,87 რუბლამდე გაიზრდება

რაც შეეხება გაზის საფასურს – ის არსებული 4,51 რუბლიდან – 5,05 რუბლამდე გაიზრდება.

მისი ინფლაციის გათვალისწინებით, მოსახლეობისთვის ტარიფები 11,9%-ით ძვირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები