ელისო ბოლქვაძე საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, შერაზ გასრის შეხვდა
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, შერაზ გასრის შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
„ვისაუბრეთ ორი ქვეყნის საპარლამენტთშორისო ურთიერთობების გაღრმავებასა და თანამშრომლობაზე კულტურის დიპლომატიის ფარგლებში. ელჩმა საქართველოსა და საფრანგეთის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.