გოგი წულაია: პოლიტიკური პატიმარი ვიყავი და ახლა პოლიტიკური დევნილი ვარ – თავს დამარცხებულად არ მივიჩნევ

“კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ პოლიტიკური პატიმარი ვიყავი და ახლა პოლიტიკური დევნილი ვარ”, – ასე ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გოგი წულაია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ემიგრაციაში მყოფი წულაიას თქმით, ის თავს დამარცხებულად არ მიიჩნევს.

“მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოდან სხვას არც ველოდი… თუ ასე დამსჯიდნენ, მთელი ოჯახით ამაწიოკებდნენ, საემიგრაციოდ გამიხდებოდა საქმე, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ პოლიტიკური პატიმარი ვიყავი და ახლა პოლიტიკური დევნილი ვარ. თუნდაც 4 წელი მომისაჯონ, ჩათვალეთ, რომ სიკვდილზე უნდა მოვაწერო ხელი, მაგრამ თავს მაინც არ მივიჩნევ დამარცხებულად”, – აცხადებს წულაია.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე საქალაქო სასამართლოს მიერ გამართლებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გოგი წულაია დამნაშავედ ცნო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები