გიორგი ამილახვარი – სააკაშვილზე: თუ ამ ადამიანმა ნორმალური კვება დაიწყო, არც ახლა და არც მომავალში ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ შეექმნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ამილახვარი აცხადებს, რომ თუ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნორმალურ კვებას დაიწყებს, არც ახლა და არც მომავალში ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ შეექმნება.

„კადრებიც მეტყველებს, რომ ე.ი. როდესაც ავიწყდება, რომ უნდა გამოვიდეს მსახიობის როლიდან, როგორც ჩანს, დამხმარე საშუალებების გარეშე გადაადგილება თავისუფლად შეუძლია, მაგრამ, როდესაც უნდათ, რომ საზოგადოებას, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებას დაანახონ, რომ თითქოს ის ცუდად არის, მაშინ დგამენ იმ სამწუხარო და იაფფასიან სცენებს, რომელიც ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ. ფაქტი სახეზეა, ამ ადამიანმა თუ დაიწყო ნორმალური კვება, არც ახლა და არც მომავალში ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ შეექმნება“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

შეგახსენებთ, რომ „იმედის კვირამ“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ექსკლუზიური კადრები გაავრცელა, რომლებიც სხვადასხვა დროს, 2022 წელს არის გადაღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები