გურამ მაჭარაშვილი – ზახაროვას განცხადებაზე: კარგი იქნებოდა, მშვიდობის შესახებ განცხადებები 2008 წლის ომამდე ეკეთებინათ, იქნებ, ომი აღარ მომხდარიყო

“ხალხის ძალის” ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას გამოეხმაურა.

„კარგი იქნებოდა, მშვიდობის შესახებ განცხადებები 2008 წლის ომამდე ეკეთებინათ – იქნებ, ომი აღარ მომხდარიყო და რუსეთის საოკუპაციო ძალები საქართველოში აღარ შემოსულიყო. დარწმუნებულები ვართ, რომ, ქართული საზოგადოების გადაწყვეტილებით, ჩვენი სწორი, პრაგმატული პოლიტიკითა და ცივილიზებული სამყაროს დახმარებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მშვიდობიანი გზით მივაღწევთ“, – აცხადებს მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ რუსეთი საქართველოსთან ითხოვს სავალდებულო შეთანხმებებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ. „ჩვენ ამას ვხედავთ, როგორც რეგიონში სტაბილურობის გარანტიას“, – ამბობს ზახაროვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები