ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის კანდიდატურა წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

რობინ დანიგენი, ამჟამად სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

2018-2021 წლებში ის ავსტრიაში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ მსახურობდა. დანიგანი სახელმწიფო დეპარტამენტში 1992 წლიდან მუშაობს.

სხვადასხვა დროს დანიგანი ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და სალვადორში აშშ-ის საელჩოებში მუშაობდა.

ცნობისთვის, რობინ დანიგანი საქართველოში კელი დეგნანს შეცვლის, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობას 2020 წლიდან იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები