სტოლტენბერგის განცხადებით, ბრიუსელში სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოსთვის მხარდაჭერის გაძლიერებას განიხილავენ

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსის წევრი ქვეყნების მინისტრები ბოსნია-ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას მიმართ მხარდაჭერის გაძლიერების საკითხს განიხილავენ.

„ჩვენი გზავნილი ნათელია. ნატო უკრაინის გვერდით იმდენი ხნით იდგება, რამდენიც საჭირო იქნება.

მინისტრები ასევე განიხილავენ, როგორ შეიძლება გავაძლიეროთ ჩვენი პრაქტიკული დახმარება ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოს და მოლდოვას მიმართ. ნატოს სამი ღირებული პარტნიორის მიმართ, რომლებიც რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების წინაშე დგანან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, რომ 14-15 თებერვალს, ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები