ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, საპარლამენტო დიპლომატიასა და მისი განხორციელების გზებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და რუსეთის უკანონო ქმედებებს.
სტუდენტებთან შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივებზე და 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები