გიორგი შერმადინმა “ტენერიფეს” შემადგენლობაში საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო

ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინი ფიბა-ს საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშების გამარჯვებულია.

,,ლენოვო ტენერიფემ” ფინალურ მატჩში ,,სან პაულო” დამაჯერებლად – 89:68 დაამარცხა. ხესუს ვიდორეტას გუნდმა შეხვედრის ყველა მეოთხედი მოიგო და საბოლოოდ 21-ქულიანი უპირატესობით იმარჯვა.
გიორგი შერმადინმა თითქმის 20 წუთის განმავლობაში ითამაშა. ქართველი ცენტრის ანგარიშზე 12 ქულა და ექვსი მოხსნა დაგროვდა. ,,ლენოვო ტენერიფემ” სეზონში პირველი ტიტული მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ გიორგი შერმადინმა გასულ წელს ,,ჩემპიონთა ლიგა” მოიგო, 2021 წელს კი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები