არჩილ თალაკვაძე: იმის მტკიცება, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში არ არის ჩართული, ვფიქრობ, საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა

იმის მტკიცება, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში არ არის ჩართული, ვფიქრობ, საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც სააკაშვილის განცხადებას, რომ პოლიტიკიდან დისტანცირდება, გამოეხმაურა.

„გარემოცვა, მისი ადვოკატები და ლობისტებიც ჩართულები არიან პირდაპირ პოლიტიკაში და იმის მტკიცება, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში არ არის ჩართული, ვფიქრობ, საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა. იქნება თუ არა ის ჩართული პოლიტიკაში, ამას არავითარ გავლენა და კავშირი არ აქვს მის პატიმრობასთან. ძალიან ბევრი ტყუილი არის როგორც მიხეილ სააკაშვილის გარემოცვის, ისე მისი უფლებადამცველების მხრიდან და ხშირ შემთხვევაში ეს ტყუილები ურთიერთგამომრიცხავია“, – აცხადებს თალაკვაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ამტკიცებს, რომ „ქართულ ოცნებას“ სააკაშვილის თავისუფლების ეშინია, რადაგან პეტრე ცისკარიშვილის ლოგიკით, ექსპრეზიდენტი შესაძლოა, ქართულ პოლიტიკაში ჩაერთოს. ეს იმ ფონზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებს, რომ მას დიდი პოლიტიკა აღარ აინტერესებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები