მიხეილ სარჯველაძე – „ნაცმოძრაობაზე“: როდესაც არაფერი აქვთ სათქმელი პარლამენტში და ადამიანურ ენაზე გამოსახატი, ურჩევნიათ, სასტვენით ილაპარაკონ
იმ ფონზე, როდესაც არაფერი აქვთ სათქმელი პარლამენტში და ადამიანურ ენაზე გამოსახატი, ურჩევნიათ, სასტვენით ილაპარაკონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა, რითაც ტელეკომპანია „იმედთან“ მამუკა მდინარაძის მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ აქციის მოწყობას გამოეხმაურა.
„იმ ფონზე, როდესაც არაფერი აქვთ სათქმელი პარლამენტში და ადამიანურ ენაზე გამოსახატი, ურჩევნიათ, სასტვენით ილაპარაკონ. ადამიანები, რომლებიც თან ვაჟკაცობაზე თავს დებენ-ხოლმე, მერე სასტვენით შეიარაღებული აღმოჩნდებიან. პირდაპირ რომ ვთქვათ, მათი ასეთი საქციელი იუმორისტულ შეფასებას უფრო იმსახურებს. სერიოზულად თუ შევაფასებთ, რა თქმა უნდა, ეს მათი მხრიდან სრულიად მიუღებელი და დაუშვებელი აქტივობაა, როდესაც არამც თუ დესტრუქციულია, არამედ ობსტრუქციული მათი მხრიდან აქტივობა“, – თქვა სარჯველაძემ.