რეგიონული განვითარების სამინისტრო კომპეტენტურ ორგანოებს მიმართავს, ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობასთან დაკავშირებით მედიაში გამოქვეყნებული გარემოებები შეისწავლონ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სააგენტო „მთის ამბების“ მიერ ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობასთან დაკავშირებით, სტატიაში მითითებული გარემოებების შესწავლის მიზნით კომპეტენტურ ორგანოებს მართავს, – აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ საინფორმაციო სააგენტო „მთის ამბების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს, ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობისას გვირაბში დაგროვდა მხუთავი გაზი, რამაც რამდენიმე მუშის გარდაცვალება და დაშავება გამოიწვია.

როგორც საინფორმაციო სააგენტო „მთის ამბებს“ უკვე განვუმარტეთ, მსგავსი ფაქტის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ინფორმაციას არ ფლობს და შესაბამისად, არ ადასტურებს.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციის სიმძიმის გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ მივმართავთ კომპეტენტურ ორგანოებს, სტატიაში მითითებული გარემოებების შესწავლის მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები