თურქეთში გასაგზავნი ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება დღეს დასრულდება
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება საქართველოში თურქეთის საელჩოსთან დღეს დღის ბოლომდე გაგრძელდება.
ტვირთის შეგროვება უკვე რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს იმ მისამართებზე, რომლებიც თურქეთის საელჩომ მოთხოვნადი ნივთების სიასთან ერთად გამოაქვეყნა.
დამანგრეველი მასშტაბების მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა, რომლის სიმძლავრეც 7.8 მაგნიტუდა იყო.
მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო.
ბოლო მონაცემებით, სირიასა და თურქეთში დაღუპულთა რიცხვმა 20 000-ს გადააჭარბა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება.