კახა სიხარულიძე: გელათის საბოლოო მოწესრიგება მრავალწლიანი პროცესია
“გელათის საბოლოო მოწესრიგება მრავალწლიანი პროცესია და მას გარკვეული დრო დასჭირდება”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრის მოადგილემ, კახა სიხარულიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით იუნესკოს დასკვნა ყველასთვის სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება.
„ახლა, რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს იუნესკოს რეკომენდაციები. დასკვნაში, ვიდრე ის საბოლოო გახდება, გარკვეული შესწორებები, დაზუსტებები გაკეთდება. ჩვენ უკვე გვაქვს სახელმძღვანელო და ეს უკვე მომავალში გამორიცხავს სიტუაციის სხვადასხვაგვარად წაკითხვის შესაძლებლობას. 17 თებერვალს მოვიწვევთ საკონსულტაციო საბჭოს და იუნესკოს დასკვნა ყველასთვის სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება“, – განაცხადა სიხარულიძემ.