კელი დეგნანი: რუსეთი გარიყული ქვეყანაა, არავინ ესწრაფვის მასთან დაახლოებას

„ეს გარიყული ქვეყანაა. არავინ ესწრაფვის რუსეთთან დაახლოებას ახლა. საქართველომ წლები დახარჯა იმისათვის, რომ რუსეთზე დამოკიდებულება შეემცირებინა, იქნებოდა ეს ენერგეტიკა თუ ვაჭრობა და საკმაოდ კარგ პროგრესსაც მიაღწია ამ მხრივ”, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ასევე იზიდავს ტურისტებს მთელი მსოფლიოდან და ის რუს ტურისტებზე დამოკიდებული არ არის.

“საქართველოს არ სჭირდება რუსეთი საკუთარი საქონლის გასაყიდად. ბევრი სხვა ბაზარია, სადაც საქართველო წარმატებით გავიდა. საქართველო ასევე იზიდავს ტურისტებს მთელი მსოფლიოდან. ის არ არის დამოკიდებული რუს ტურისტებზე, ასე რომ, არასწორია ვიფიქროთ, რომ საქართველო რუსეთზე არის დამოკიდებული. არ არის და როგორც უკვე ვთქვი, ეს არის ის, რაზეც ჩვენ ერთად ვმუშაობდით საქართველოს სხვა მეგობართან ერთად, რათა დავხმარებოდით საქართველოს, შეემცირებინა დამოკიდებულება ისეთ ქვეყანაზე, როგორიც რუსეთია, რომელიც ამას მხოლოდ იმისთვის იყენებს, რომ ქვეყანა სუსტი, მასზე დამოკიდებული გახადოს და ეს გამოიყენოს ქვეყნის წინააღმდეგ, როდესაც ეს სჭირდება ან უნდა. ეს არ არის ის მდგომარეობა, რომელშიც საქართველოს ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას ყოფნა სურდეს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები