ირაკლი კობახიძე – “ნაცმოძრაობაზე“: ვერც პარლამენტში აკეთებენ რამეს და ვერც ქუჩაში – გაჭედილები არიან ახლა ქუჩასა და პარლამენტს შორის

“ვერც პარლამენტში აკეთებენ რამეს და ვერც ქუჩაში. გაჭედილები არიან ახლა ქუჩასა და პარლამენტს შორის. თვითონ არ იციან სად არიან”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “ნაცმოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რაც მეტად დასუსტდება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უკეთესია ქართული დემოკრატიისთვის.

„ხაბეიშვილი-ჩალაძის ტანდემი ხელმძღვანელობს ამ პროცესს. სადამდე შეიძლება, მიიყვანოს ამ ტანდემმა ეს პარტია, თავად შეგიძლიათ, განსაზღვროთ. თავის დროზე, როცა წარიმართებოდა „ნაცმოძრაობის“ დასუსტების პროცესი, ამაში დიდი წვლილი შეიტანა ნიკანორ მელიამ და ახლა ამ საქმეს აგრძელებენ ხაბეიშვილი, ჩალაძე, კეზერაშვილი, რაც ძალიან კარგია – რაც მეტად დასუსტდება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უკეთესი ქართული დემოკრატიისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები