შალვა პაპუაშვილი: გასაგებია, რომ „ნაცმოძრაობას“ არ შეუძლია, რაიმე კონსტრუქციული შესძინოს ამ ქვეყანას – ახლა მნიშვნელოვანია, ყველა გაემიჯნოს რადიკალიზმს
“გასაგებია, რომ „ნაცმოძრაობას“ არ შეუძლია, რაიმე კონსტრუქციული შესძინოს ამ ქვეყანას – „ქართულ ოცნებას“ აქვს მტკიცე პოზიცია რადიკალიზმის მიმართ. ახლა მნიშვნელოვანია, ყველა გაემიჯნოს რადიკალიზმს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რადიკალური ჯგუფები რაც შეიძლება მეტად გაირიყოს პოლიტიკიდან.
“საქართველოსთვის გამოწვევა არის რადიკალიზაცია. მნიშვნელოვანია, რომ რადიკალური ჯგუფები რაც შეიძლება მეტად გაირიყოს პოლიტიკიდან. ჩვენ ვხედავთ, რომ თუკი ისინი იქნებიან პოლიტიკური სივრცის ნაწილი, მათ შეუძლიათ პროცესებისთვის ხელის შეშლა, ერთდღიანი შფოთვის შემოტანა პოლიტიკაში. ამიტომ, მნიშვნელოვანია ცალსახა, არაორაზროვანი და მტკიცე პოზიციის დაფიქსირება ყველა პარტიის მხრიდან. „ქართულ ოცნებას“ აქვს მტკიცე პოზიცია რადიკალიზმის მიმართ. ახლა მნიშვნელოვანია, ყველა გაემიჯნოს რადიკალიზმს. გასაგებია, რომ „ნაცმოძრაობას“ არ შეუძლია, რაიმე კონსტრუქციული შესძინოს ამ ქვეყანას. ჩვენ ვნახეთ, რომ ფულს იხდიან იმაში, რომ ზიანი მიაყენონ ქვეყანას. გუშინ გასაჯაროებული ხელშეკრულებიდან ჩანს, რომ მილიონი დოლარი არის გადახდილი იმისთვის, რომ საქართველოს რეპუტაცია დაზიანდეს. ბოლო ორი თვეა, საქართველო არის სამიზნე პროპაგანდისტული კამპანიისა, რომელსაც სათავეში სწორედ „ნაცმოძრაობა“ უდგას“, – აცხადებს პაპუაშვილი.