შალვა პაპუაშვილი: პრობლემა და საქართველოს გამოწვევა არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ფილოსოფია, რომელიც დაფუძნებულია ძალადობაზე

“ვერც მაშინ მატებდნენ რამეს საპარლამენტო ცხოვრებას, როდესაც ფორმალურად არ იყვნენ ბოიკოტის რეჟიმში და ბოიკოტითაც დიდად არაფერი დააკლდება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრობლემა და საქართველოს გამოწვევა არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ფილოსოფია, რომელიც დაფუძნებულია ძალადობაზე.

„პრობლემა არის არა იმაში, „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასული დეპუტატები ფიზიკურად არიან თუ არა დარბაზში, პრობლემა არის მათ პოლიტიკურ ფილოსოფიაში. ეს უქმნის პრობლემას საქართველოს. პრობლემა და საქართველოს გამოწვევა არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ფილოსოფია, რომელიც დაფუძნებულია ძალადობაზე. ამ დღეებში ვიხილეთ, რომ ნაციონალური მოძრაობა ოპონენტებს ოჯახებში უვარდება და რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი პოლიტიკური ძალა არსებობს ეს არის პრობლემა და არა ის, აქვთ თუ არა მათ მანდატები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები