ანრი ოხანაშვილი: სააკაშვილი და მისი გარემოცვა ორიენტირებული არიან იმაზე, რომ ლობიზმით ის გათავისუფლდეს საპატიმროდან და თავი აარიდოს სასჯელის მოხდას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„დასტურდება, რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ორიენტირებულნი არიან არა რაიმე უფლების გაუმჯობესებაზე, არამედ – იმაზე, რომ ლობიზმით ის გათავისუფლდეს საპატიმროდან და თავი აარიდოს სასჯელის მოხდას. ეს ყველაფერი მოტივირებულია პოლიტიკურად და უკავშირდება პოლიტიკურ საკითხებს, არაფერი კავშირი არ აქვს მისი უფლებების დაცვასთან“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, სააკაშვილის ოჯახმა ლობისტურ კომპანიას 917,177.44 აშშ დოლარი გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები