უბედურ შემთხვევას “ჯორჯიან ჰოლიდეის” გენერალური დირექტორი, ბაჩო ქართველიშვილი ემსხვერპლა

უბედური შემთხვევის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა ტურისტული კომპანია “ჯორჯიან ჰოლიდეის” გენერალური დირექტორი,  4 შვილის მამა, 33 წლის გიორგი (ბაჩო) ქართველიშვილი.

გიორგი ექსტრემალური ტურიზმის ერთ-ერთი პოპულარიზატორი და მიმდევარი იყო საქართველოში.

არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა კოჯორში მოხდა.

“სამსახურში ჰერი-ჰერი და სახეზე ლოლოები”, – ასათაურებდა ბაჩო ქართველიშვილი ერთ-ერთ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ თოვლში ველოსიპედით გადაადგილდება.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები