ზარქუა – “ნაცმოძრაობაზე”: განახლებას რომ დაარქმევ და ამის უკან მერაბიშვილს დააყენებ, ის შენი ამომრჩეველიც არ მიგიღებს, არ “გაგიტარებს”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა ოპოზიციის ნაწილს საპარლამენტო ბოიკოტის დასრულებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, ენმ-მ განახლება ვანო მერაბიშვილის პარტიაში დაბრუნებას დაარქვა, რაც “ნაცმოძრაობის” რეიტინგს კიდევ უფრო დააგდებს.
“თან აქ მოსვლა ეზარებათ, თან ხელფასი შეინარჩუნონ, თან დარბიან… წარმოდგენა არ მქონდა არც მანამდე, რომ “ნაციონალური მოძრაობა” რამე კონსტრუქციულს შემოიტანდა ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ განახლებას რომ დაარქმევ და ამ განახლების უკან მერაბიშვილს რომ დააყენებ, ის შენი ამომრჩეველიც არ მიგიღებს, არ “გაგიტარებს”, – ამბობს ზარქუა.