ანდრია გვიდიანი რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე: საქართველოს ხელისუფლებას რომ გაევლო ჩვენი ე.წ. პარტნიორების და ოპოზიციის ჭკუაზე, დღეს გვექნებოდა ეკონომიკური კოლაფსი

ექსპერტი ანდრია გვიდიანი აცხადებს, რომ საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების შემთხვევაში, ქვეყანას არა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, არამედ დაახლოებით 11%-იანი ვარდნა ექნებოდა.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გამალებით ვაჭრობენ რუსეთის ფედერაციასთან და 2022 წლის თებერვალ-ნოემბრის მონაცემებით, ევროკავშირის წევრ მხოლოდ 6 სახელმწიფოს არ აქვს გაზრდილი იმპორტი რუსეთიდან.

„საქართველოს ხელისუფლებას რომ გაევლო ჩვენი ე.წ. პარტნიორების და ოპოზიციის ჭკუაზე და მიეღო ყველა ის გადაწყვეტილება, რასაც ისინი თავის დროზე ითხოვდნენ, დღეს გვექნებოდა ეკონომიკური კოლაფსი. პანდემიის დროს რომ გვქონდა ეკონომიკურ ვარდნა, იმაზე დაახლოებით ორჯერ მეტი ვარდნა. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ ის, რასაც ხელისუფლება ომის დაწყების დროს იძახდა, სწორი აღმოჩნდა“, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები