ირაკლი ჩიქოვანი: ალბათ, პოლარიზაციის ხარისხი დაიკლებს, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს „ნაცმოძრაობა“ პრაქტიკულად კარიკატურულ ორგანიზაციას დაემსგავსა
იმას, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს, დიდი ახსნა არ სჭირდება. ყველა კარგად ხედავს, რომ ეს არის დესტრუქციული ძალა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, 12 რეკომენდაციის გაჟღერების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებდა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ხელის შესაშლელად.
„ალბათ, პოლარიზაციის ხარისხი დაიკლებს, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ პრაქტიკულად კარიკატურულ ორგანიზაციას დაემსგავსა. ბოლო პერიოდში იქ განვითარებული მოვლენები კარიკატურულია. ეს არის კარიკატურული პროცესი, რომელიც მათი დასუსტებისკენ არის მიმართული, რაც კარგია, იმიტომ რომ ქვეყანაში საღი ოპოზიციური პოლიტიკური ძალების განვითარებას მისცემს საშუალებას. „ნაციონალური მოძრაობა“ კრახისთვის არის განწირული და ის მზიანი, რომელსაც ისინი ემსახურებიან დაიხსნან მიხეილ სააკაშვილი და მოახდინონ „ქართულ ოცნების“ დემონიზაცია – მიუღწეველია“, – განაცხადა ჩიქოვანმა.