„საქართველო არის ღალატით დაფეხმძიმებული ქვეყანა“ – გუბაზ სანიკიძე
ღალატით დაფეხმძიმებული ქვეყანა, აი ეს არის საქართველო, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მეტად უკრაინის არმიის გამარჯვების, სტრასბურგის, სააკაშვილის, აქციებისა და რუსეთის დამარცხების ეშინია.
„სულ შიშებში არიან. შიში კონტროლირებადი გრძნობაა. მთელი უბედურება მათი ის არის, რომ არ იციან გამოსავალი სად აქვთ. „ილიადან“ და ჰომეროსიდან დავიწყოთ. შიში იწვევს ასეთის სისულელეების ჩადენას“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.