არჩილ თალაკვაძე: ძალიან ცუდია, როდესაც ოპოზიციური პოლიტიკური კლასი ავლენს უპასუხისმგებლობას ამომრჩევლის მიმართ და ამით ძირს უთხრის დემოკრატიას

„ძალიან ცუდია, როდესაც ოპოზიციური პოლიტიკური კლასი ასეთ უპასუხისმგებლობას ავლენს თავისი ამომრჩევლის მიმართ და ამით ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და დემოკრატიულ ინსტიტუტს, რასაც პარლამენტი ჰქვია”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს დღეს აქვს ბევრად უფრო ძლიერი, წარმომადგენლობითი პარლამენტი და ოპოზიციამ ეს შესაძლებლობა და პოლიტიკური ტრიბუნა სათანადოდ უნდა გამოიყენოს.

„ძალიან ცუდია, როდესაც 9 ოპოზიციური პარტიიდან რომელიც მოსახლეობამ აირჩია პარლამენტში ოპონირებისთვის, დღეს მხოლოდ 3 ადამიანი არის წარმოდგენილი და ძალიან ცუდია, როდესაც ოპოზიციური პოლიტიკური კლასი ასეთ უპასუხისმგებლობას ავლენს თავისი ამომრჩევლის მიმართ და ამით ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და დემოკრატიულ ინსტიტუტს, რასაც პარლამენტი ჰქვია. მაგრამ დღეს, რეალური მოცემულობით, ფაქტებით და მონაცემებით საქართველოს აქვს ბევრად უფრო ძლიერი, წარმომადგენლობითი პარლამენტი და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ოპოზიციას, მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა და ტრიბუნა იმისთვის, რისთვისაც საზოგადოებამ აგირჩიათ”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები