ზურაბ ქადაგიძე: ყველა პაზლი დალაგდა და რეალური სურათი მივიღეთ, ესეც სააკაშვილის ღარიბი ოჯახი და ყალბი ავადმყოფობის ისტორია

„მასალებიდან ირკვევა, რომ ლობისტური საქმიანობა ასევე მოიცავდა აშშ-ის და საერთაშორისო მედიასაშუალებებისთვის სააკაშვილის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და სტატიების გამოქვეყნების უზრუნველყოფას კლიენტის მძიმე მდგომარეობისა და ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით”, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის წევრი, ზურაბ ქადაგიძე.

ქადაგიძე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ფაილს ეხმიანება, საიდანაც ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებულმა ლობისტურმა ჯგუფმა სამედიცინო ექსპერტებს დასკვნების სანაცვლოდ სოლიდური თანხა გადაუხადა.

ქადაგიძის თქმით, “მიხეილ სააკაშვილს შეეზღუდოს ამდენი მნახველი და, როგორც ყველა პატიმარმა, ისარგებლოს საერთო სერვისებით!”

„მორჩა კინო!
ყველა პაზლი დალაგდა და რეალური სურათი მივიღეთ!
ესეც სააკაშვილის ღარიბი ოჯახი და ყალბი ავადმყოფობის ისტორია!
1 000000 დოლარი გამოყენებულია „სამედიცინო ექსპერტების“ ანაზღაურებისთვის, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი მიხეილ სააკაშვილის საქმეში და მოამზადეს სამედიცინო დასკვნები. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ეჭვქვეშ აყენებს დასკვნების სანდოობას და ცხადყოფს, რომ აღნიშნული დასკვნები ლობისტური კამპანიის ნაწილია.
მასალებიდან ირკვევა, რომ ლობისტური საქმიანობა ასევე მოიცავდა აშშ-ის და საერთაშორისო მედიასაშუალებებისთვის სააკაშვილის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და სტატიების გამოქვეყნების უზრუნველყოფას კლიენტის მძიმე მდგომარეობისა და ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.
ცალკე წინასწარ მომზადებული სამედიცინო დასკვნები და ცალკე მსოფლიო მასშტაბით აგორებული საინფორმაციო კამპანია…
კვდება და მილიონ დოლარს პიარში იხდის…
მოკლედ, სპექტაკლი მორჩა და გადაათრიეთ იზოლატორში ეს ბოროტი კლოუნი. შეუზღუდეთ ამდენი მნახველი და, როგორც ყველა პატიმარმა, ისარგებლოს საერთო სერვისებით!“, – წერს ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები