არჩილ თალაკვაძე: პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშში ჩანს პროფესიონალიზმი, პრინციპულობა და პატრიოტიზმი

„პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშში ჩანს პროფესიონალიზმი, პრინციპულობა და პატრიოტიზმი, რომელიც ახასიათებს შალვა პაპუაშვილს და მისი ხელმძღვანელობით გაწეულ სამუშაოსაც გასდევს მთავარ ნიშნულად”, – ასე გამოეხმაურა ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საქართველოს პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშისა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენას პლენარულ სხდომაზე.

არჩილ თალაკვაძის თქმით, შალვა პაპუაშვილის წვლილი განსაკუთრებულია საქართველოს ევროინტეგრაციის, საკანონმდებლო სივრცის და საკანონმდებლო ჩარჩოს ჰარმონიზაციის პროცესში.

„აშკარაა ის დიდი ყურადღება, დრო და ენერგია, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო გუნდმა დაუთმო ევროინტეგრაციის ამოცანას. 18-მდე ვიზიტი, რომელშიც პირადად პარლამენტის თავმჯდომარე იყო ჩართული, იყო გადამწყვეტი და ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენი პარტნიორები ყოფილიყვნენ სწორად ინფორმირებული და პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს სახელით ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო პოლიტიკურ საკითხზე თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა. მათ შორის, შემიძლია გავიხსენო ხორვატია, სადაც მან უკრაინასთან დაკავშირებით ისტორიული განცხადება გააკეთა და ყველა პარტნიორი კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია და საქართველოს განცხადებები და დამოკიდებულება საკითხთან არის ისეთი, როგორიც აქვს ევროპულ ოჯახს და დასავლელ პარტნიორებს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები