თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილი მეორე ქართველის ვინაობა ცნობილია

თურქეთში მიწისძვრას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე – ია ჭკადუა ემსხვერპლა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.

„ია, როგორ მტკივა გული. ჩემზე უკეთ ვინ იცის შენი ბავშვობიდან დაწყებული გულის დარდები. ჩემო საწყალო გოგო.
ახლა გაგეხსნა ბედი, გიხაროდა, რომ გაგიმართლა. რა მოკლე ყოფილა ყველაფერი. შენი საიდუმლოება, ყველაფერი მოყოლილი გქონდა ჩემთვის ცხარე ცრემლებით. მენანები ამ ტრაგედიისთვის. საქართველოს მიწა მაინც გერგოს, ისე ძალიან ნატრობდი საქართველოში ჩამოსვლას.
ღმერთმა ჩაგიბაროს, უბედურ დღეზე გაჩენილო“, – წერს გარდაცვლილი ქალის ახლობელი.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს თურქეთისა და სირიის საზღვართან მომხდარ მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა მოჰყვა. მიმდინარეობს სამაშველო-სამძებრო სამუშაოები.
“საბედნიეროდ, საქართველოს 4 მოქალაქე ვიპოვეთ, გადაყვანილები არიან დაცულ სივრცეში. ჯანმრთელად არიან. 2 მოქალაქე ჩვენი, რომელიც მოყოლილია ნანგრევებში, ჯერჯერობით, ვერ ვიპოვეთ. გრძელდება სამუშაოები, ყოველ საათში ვუკავშირდებით თურქულ მხარეს. სტატისტიკა ასეთია: 100-ზე მეტი ნაპოვნი, 4 გადარჩენილი, 2 დაიღუპა და 2 დაკარგულია“, – ამბობს თურქეთში საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები