ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ჯავის რაიონში სკოლა კარანტინის გამო დაიხურა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჯავის რაიონში სკოლა-ინტერნატი კარანტინის გამო დაიხურა.
ამის შესახებ რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის განათლების განყოფილების უფროსმა, ალექსანდრე ჯიოევმა განაცხადა.
მისი თქმით, სკოლის დახურვის გადაწყვეტილება ბავშვებში გრიპის შემთხვევების სიმრავლის გამო იქნა მიღებული.
„სკოლის 98 მოსწავლიდან 40-ზე მეტი ბავშვია ავად. სასწავლო დაწესებულება 15 თებერვლის ჩათვლით დაიხურა“, – განაცხადა ჯიოევმა.
მან აღნიშნა, რომ 11 თებერვლამდე დაკეტილი რჩება ჯავის საშუალო სკოლაც.
ამასთან, კარანტინის შემდეგ, სოფლის საბავშვო ბაღმა და გუფტინსკის სკოლამ განაახლა მუშაობა.