ეკა სეფაშვილი: “ნაცმოძრაობის” აქციებს არავითარი შედეგი არ მოჰყვება
“ხალხის ძალის” წევრის, ეკა სეფაშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” აქციებს არავითარი შედეგი არ ექნება.
მისივე თქმით, ოპოზიციური პარტია მომხრეებს კარგავს.
“აქციებს არავითარი შედეგი არ მოჰყვება. გუშინდელ აქციაზე ძალიან ცოტა ხალხი იყო. ეს მათთვის უნდა იყოს სიგნალი, რომ მომხრეებს ნელ-ნელა კარგავენ. რაც შეეხება მათ ბოიკოტს, დიდი მნიშვნელობა ამას საპარლამენტო საქმიანობისთვის არ აქვს, რადგან ისედაც არ მუშაობდნენ. ასე რომ მოვლენ თუ არ მოვლენ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს”, – აღნიშნა სეფაშვილმა.