გიორგი გამსახურდია: მშვიდობისა და სამართლიანობის ხაზი პირდაპირ შსს-ზე გადის – გომელაური ყველაზე წარმატებული და ყველაზე კარგი მინისტრია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ძებნილი პირის, ბადრი ესებუას დაკავებას “ტვიტერზე” ეხმაურება.

„მშვიდობის და სამართლიანობის ხაზი პირდაპირ გადის შსს-ზე. ჩემი 24-წლიანი სტაჟიდან გამომდინარე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვახტანგ გომელაური არის ყველაზე წარმატებული და ყველაზე კარგი მინისტრი. ყველაზე გამართული უწყებებია შსს და სუს-ი, ზუსტადაც მაგიტომ ერჩიან მავანნი ორივე უწყებას“, – წერს გიორგი გამსახურდია.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ძებნილი პირი – 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ბ.ე. ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და იქ მყოფი პირები მძევლად აიყვანა. ბანკის ფილიალში თავდამსხმელის შესვლის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მოხდა სამართალდამცველების მობილიზება და დაიწყო გადაუდებელი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. პოლიციის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, მოხდა მძევლების გათავისუფლება. დამნაშავე მიიმალა. ესებუა სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები