ადვოკატი: ბადრი ესებუა სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს, ახლა ქუთაისის მეორე დაწესებულებაში გადაჰყავთ

2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ძებნილი პირის, ბადრი ესებუას ადვოკატის, იოსებ ჯანაშიას განცხადებით, მისთვის უცნობია, როდის და რა ვითარებაში მოხდა ესებუას დაკავება.

მისივე თქმით, ბადრი ესებუა სამხარეო პოლიციის თანამშრომლებს ქუთაისის მეორე დაწესებულებაში გადაჰყავთ.

„რა ვითარებაში მოხდა დაკავება, ჩემთვის უცნობია. ჟურნალისტებისგან გავიგე. ვესაუბრე ბრალდების მხარეს, ამ შემთხვევაში პროკურორს და მასთან საუბრისას გავარკვიე რომ ისიც არ იყო საქმის კურსში. შემდეგ გავარკვიეთ, რომ ის დააკავეს სოფელ ჯიხაშკარში. ახლა ის, სამხარეო პოლიციის თანამშრომლებს ქუთაისის მეორე დაწესებულებაში გადაჰყავთ“, – აღნიშნა ბადრი ესებუას ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ძებნილი პირი – 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები