გიორგი ვოლსკი: რადიკალურმა ოპოზიციამ სხვა ოპოზიციური ჯგუფები, რომელთაც სწადიათ ქვეყნის სამსახური, გადაჯეგა

“გლობალური სურათი მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიციური ფლანგი ვერ შედგა, რადიკალურმა ოპოზიციამ სხვა ოპოზიციური ჯგუფები, რომელთაც სწადიათ ემსახურონ ქვეყანას, გადაჯეგა, არ დაუტოვა სივრცე”, – ამის შესახებ, პარლამენტის ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია პარლამენტთან საბოტაჟის რეჟიმშია.

„ზოგადად, ვინც  უნდა იყოს, რა პოლიტიკური ბექგრაუნდის, ისტორიის, ბიოგრაფიის ადამიანიც არ უნდა იყოს, გულდასაწყვეტია, რომ შენი თანამოქალაქე ასე გააფთრებული, დაპირისპირებულია ვითომ ხელისუფლებასთან და სახელისუფლებო პარტიასთან, მაგრამ, ზოგადად – საქართველოს ინტერესებთან, იმ იმედით, რომ შეიძლება შეიცვალოს რაღაც, ამღვრეულ წყალში წარმატება მოიპოვონ, მოვიდნენ და გარკვეულ მიზნებს მოემსახურონ, რომელიც აბსოლუტურად არ არის ქართველი ხალხის ინტერესში.

გლობალური სურათი მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიციური ფლანგი ვერ შედგა, რადიკალურმა ოპოზიციამ სხვა ოპოზიციური ჯგუფები, რომელთაც სწადიათ ემსახურონ ქვეყანას, გადაჯეგა, არ დაუტოვა სივრცე. მეორეს მხრივ, ოპოზიცია სრული საბოტაჟის რეჟიმშია პარლამენტთან, სადაც ის კანონები კეთდება, რომლითაც ქვეყანა ცხოვრობს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები