ლევან ხაბეიშვილი: ხვალიდან იქნება პროტესტი ყველგან – 21:00 საათზე პარტიაში საგანგებო განცხადება გაკეთდება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, დღეს, 21:00 საათზე პარტიაში საგანგებო განცხადება გაკეთდება.

როგორც ხაბეიშვილი ამბობს, სწორედ ბრიფინგის დროს საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია, საპროტესტო აქციები სად და როდის გაიმართება.

„პროტესტი იქნება ყველგან, სადაც ეს ადამიანები იქნებიან და მშვიდობიანად, ისე ლაღად, როგორც აქამდე აკეთებდნენ სხვადასხვა ადგილში შეკრებას, სხვადასხვა ადგილში ბრიფინგების გამართვას, ასე ვერ იქნება და ვერ გაგრძელდება. ასევე, მინდა საზოგადოებას ვუთხრა, დღეს, 21:00 საათზე საგანგებო განცხადება გაკეთდება პარტიაში, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას საქართველოს სხვადასხვა რაიონში, ქალაქში, კონკრეტულ ლოკაციებს, კონკრეტულ საათებს, დღეებს. ხვალიდან იქნება პროტესტი ყველგან, მათ შორის, დედაქალაქში“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები