გია ვოლსკი – “ნაცმოძრაობაზე”: საქართველო ვერა, მაგრამ თავად სააკაშვილი კი მართლაც აქციეს კეზერაშვილის შექმნილი რევოლუციური კომიტეტის მძევლად

საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში არსებული ყველა ნიუანსი სააშკარაოზეა გამოტანილი. კითხვებიც აღარ რჩება, ახლა შესაფასებელი მხოლოდ ისაა, თუ ვინ როგორ აღიქვამს რეალობას.
ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, ე.წ. რადიკალური ოპოზიციის წიაღიდან (უფრო ქვესკნელი ეთქმის) ამოგვძახეს, რომ საქართველო მძევლად ჰყავთ აყვანილი და თუკი სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ, მძევალს ტანკებით გადაუვლიან, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.

“ამასთანავე, პირდაპირი გაგებით, სააკაშვილს არ აჭმევენ, უკრძალავენ სამედიცინო დანიშნულების შესრულებას, თან მოწამლულიაო, მაგრამ ექსპერტიზაზე არ თანხმდებიან, არც უცხოელი ექიმების ჩამოყვანაზე თანხმდებიან, თუნდაც სახელმწიფოს ხარჯზე. ათეულ ათასებს ხარჯავენ პიარზე სახელმწიფოს დისკრედიტაციის მიზნით.
საქართველო ვერა, მაგრამ თავად სააკაშვილი კი მართლაც აქციეს კეზერაშვილის შექმნილი რევოლუციური კომიტეტის მძევლად. თავის მხრივ სააკაშვილიც, სადისტური მმართველობის დაბრუნების ჟინით შეპყრობილი, თვითდაზიანებას ეწევა.
ესაა უალტერნატივო რეალობა. ახლა ოპოზიციამ არჩევანი ორ გზას შორის უნდა გააკეთოს, ან ხაბეიშვილისა და სანიკიძის მთავარსარდლობით თბილისის ქუჩებში გამოვიდნენ და სისხლისღვრაზე ლაპარაკით კიდევ უფრო შეაძულონ თავი საზოგადოებას, ან უარი თქვან საქართველოს ომში ჩართვის გეგმაზე, შექმნან სოციალურ ეკონომიკური განვითარების პროგრამა და არჩევნებისათვის დაიწყონ მზადება”, – წერს ვოლსკი.

ცნობისთვის, დღეს “ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტში ბრიფინგი გამართა, სადაც გაჟღერდა პარტიის გადაწყვეტილება, რომ დეპუტატები საპარლამენტო საქმიანობას წყვეტენ. მათ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატებიც შეუერთდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები