ზარქუა: თუ დეკემბერში საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, რადიკალური ოპოზიციის დამსახურება იქნება
თუ დეკემბერში საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, ეს იქნება რადიკალური ოპოზიციის დამსახურება, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ბოიკოტს.
„თუ დეკემბერში საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, ეს იქნება რადიკალური ოპოზიციის დამსახურება. ხელწერა აქვთ ერთი და იგივე – მერაბიშვილი რომ დგას უკან, განსხვავებული ხელწერა რა უნდა ჰქონდეს იმ „ნაციონალურ მოძრაობას“, – თქვა ზარქუამ.