მეათე მოწვევის პარლამენტის 2023 წლის საგაზაფხულო სესია გაიხსნა
საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.
პარლამენტის ინფორმაციით, რეგისტრაცია 100-მა დეპუტატმა გაიარა. საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით პარლამენტი წელიწადში ორჯერ, – საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებზე იკრიბება.