„კაცმა მითხრა“ – ირმა ბერიძის პოეტური კრებულის წარდგენა გაიმართება
17 თებერვალს, 19:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში ირმა ბერიძის პოეტური კრებულის – „კაცმა მითხრა“ წარდგენა გაიმართება. ინფორმაციას თავად ავტორი ავრცელებს სოციალურ ქსელში.
„ასე მოხდა – სიყვარულის სასახლის დიდ, ულამაზეს დარბაზში, ია კარგარეთელის ქუჩაზე მდებარე ისტორიულ სასახლეში, სიყვარულის სასახლეში, რომელიც ერთ ქართველ ლამაზ ქალს აუშენა შეყვარებულმა გერმანელმა პრინცმა ოლდენბურგმა, გაიმართება ჩემი წიგნის წარდგენა.
17 თებერვალს საღამოს 7 საათზე, გელით ყველას, მობრძანდით, მოდით,
უნდა მოხვიდეთ!
ვრცელ დარბაზებში დაგხვდებათ პორტრეტების არაჩვეულებრივი გამოფენა, დავათვალიერებთ და წავიკითხავთ, ერთმანეთს მოვუსმენთ წითელი ღვინის თანხლებით“, – წერს ირმა ბერიძე.
მის: თბილისი. კარგარეთელის №6.