თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2500-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2500-ს გადააჭარბა, ხოლო დაშავებულთა საერთო რაოდენობა 12 136-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მხოლოდ სირიაში დაღუპულთა საერთო რაოდენობა 968-ს შეადგენს.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუათ ოქთაის განცხადებით, თურქეთში დაღუპულთა საერთო რაოდენობა 1541-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულია 9733 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად თურქეთში სულ მცირე 9733 ადამიანი დაშავდა, ხოლო სირიაში – 2403.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები