მიწისძვრის შედეგად, 13 აფხაზი და ადიღი დაიღუპა, 36 დაშავდა – თურქეთში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. წარმომადგენლობა
თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, 13 აფხაზი და ადიღი მოქალაქე დაიღუპა, 36 დაშავდა.
ამის შესახებ თურქეთში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, იბრაჰიმ ავიძბამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ადანაში ეროვნებით აფხაზი ქალი დაიღუპა და კიდევ 8 დაშავდა, ხოლო სირიის მოსაზღვრე რაიონებში, მაგალითად, იგივე ოსმანიეში და სხვა ტერიტორიაზე 12 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა.